Sunday, 3 May 2015


 ჩემი პორტფოლიო







მე-9 დღე
ტრენინგის ბოლო დღეს მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, ავტვირთეთ ნამუშევრები ბლოგზე. დღე იყო დატვირთული და საინტერესო, როგორც თავად ტრენინგი. დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისათვის.

Saturday, 2 May 2015

დღე  მე-8

ბავშვების შესაძლებლობების გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია ფალსილიტაცია. რის შესახებაც ვისაუბრეთ
გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს. გავაკეთეთ კომენტარი. სრულყოფილი გავხადეთ ჩვენი პრიექტი.დღე იყო საინტერესო


Sunday, 26 April 2015

განვიხილეთ შეფასების ფორმები. განვსაზღვრე ჩემი პროექტის შესაბამისად რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებდი .მოსწავლეთა ნამუშევრების შესაფასებლად გავამზადე
 შეფასების რუბრიკა  და მოვათავსე პორთფოლიოში

Saturday, 25 April 2015

მე-6 დღე
გავეცანი მოსწავლის ნიმუშებს, სავარაუდო ინსტრუმენტებს, რომელიც უნდა გააკეთონ ბავშვებმა, საინტერესო აღმოჩნდა სტატისტიკის ცხრილები.
  ჩემი აზრით, მოსწავლის ნამუშრები მეტად მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს როგორ შეძლებენ მოსწავლეები მიზნის  მიღწევას

Sunday, 19 April 2015

ტრენინგის მე-5 დღე

  გავეცანი  უკუკავშირების სახეებს, , მოვახდინეთ აზრთა გაცვლა
 ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროექტისათვის
 ვიმუშავეთ წყვილებში შევისწავლე საავტორო უფლებების დაცვა

Saturday, 18 April 2015

დღეს ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე, სტრატეგიებზე და ინსტრუმენტებზე, რაც იყო
მნიშვნელოვანი და საინტერესო. მიმაჩნია რომ ეს აუცილებელია სასწ3ავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის რათა მივიღოთ პროგრესი. შევიმუშავეთ შეფასები დროში გაწერილი გეგმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და დიდად კმაყოფილი დავრჩით.